ბერლინში აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

5.06.2019.  ბერლინი - გერმანიაში საქართველოს საელჩომ ღონისძიებასაღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელი: შემდეგი თაობა?“ უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს საელჩოსა და გერმანული ანალიტიკური ინსტიტუტის Polis180-ის მიერ იყო ორგანიზებული და აღმოსავლეთ  პარტნიორობის ათი წლისთავს ეხმიანებოდა.

 
ღონისძიების მონაწილეებს  მისასალმებელი სიტყვით მიმართეს  გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და Polis180-ის პრეზიდენტმა სონია შიფერსმა. 
 
საქართველოს ელჩმა შეაჯამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წელი და ყურადღება გაამახვილა აღნიშნულ პერიოდში მიღწეულ საერთო წარმატებებზე. ელგუჯა ხოკრიშვილმა ასევე ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებზე და ამ პროცესში პარტნიორი ქვეყნებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, მათ შორის გერმანიის როლზე.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა ანალიტიკური ორგანიზაციების, უნივერსიტეტების, პოლიტიკური ფონდების, გერმანიის პარლამენტის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
 
აღსანიშნავია, რომ Polis180-ი საგარეო და ევროპის პოლიტიკაზე ფოკუსირებული ანალიტიკური ინსტიტუტია, რომელიც გერმანიის მასშტაბით პოლიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდა ადამიანებისთვის და ექსპერტებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.

ბერლინში აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა