ბერლინში გამოფენა- „ Grüße aus Georgien“ გაიხსნა

14.11.2019 გერმანია- 14 ნოემბერს , საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქ. ბერლინის გალერეა "კუნსპუნქტში" გაიხსნა ჯგუფური გამოფენა -  „ Grüße aus Georgien“.

პირველად გერმანიაში გამოიფინა ბერლინში მოღვაწე 36 ქართველი ხელოვანის ნამუშევარი.

ასევე ღონისძიების ფარგლებში გაიმართა წიგნის „Tbilisi it’s complicated“ პრეზენტაცია და ელზა ჯავახიშვილის პერფორმანსი "Unfinished Poetry" .

აღნიშნული გამოფენის დათვალიერება მსურველს ორი კვირის განმავლობაში შეეძლება.