ბერლინში რუსთაველის საზოგადოება დაფუძნდა

15.12.2107 ქ. ბერლინი - ბერლინში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა რუსთველის საზოგადოების ბერლინის წარმომადგენლობის გახსნის აღსანიშნავი ღონისძიება. საზოგადოების წარმომადგენლობა მიზნად ისახავს საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.  გერმანიაში ვეფხისტყაოსნის და ზოგადად ქართული კულტურის კიდევ უფრო წარმოჩენასა და ცნობადობის გაზრდას.
 
 
ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ლევან დიასამიძემ, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარემ  დავით შემოქმედელმა, რუსთაველის საზოგადოების ბერლინის წარმომადგენლობის თავმჯდომარემ სილვა ქემერტელიძემ.
 
აღსანიშნავია, რომ რუსთაველის საზოგადოება პირველად ბერლინში 1922 წელს დაფუძნდა. ის საქართველოს ფარგლებს გარეთ დაარსებული პირველი რუსთაველის   საზოგადოება იყო, რომელიც ცნობილმა გერმანელმა ორიენტალისტმა რიჩარდ მაკელაინმა დააფუძნა. მაკელაინი 40 წელი ცხოვრობდა საქართველოში და  ნათარგმნი აქვს ვეფხისტყაოსანი პროზაულად.
 
საზოგადოების აღორძინება შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესა და საქართველო გერმანიის წლის ფარგლებში უცხოეთში მცხოვრები ქართლი დიასპორისა და ქართული კულტურის  მოყვარეული გერმანელების მხარდაჭერით განხორციელდა.