ბერლინში საზეიმოდ გაიხსნა საქართველო-გერმანიის წელი

26.04.2017 ბერლინი, გერმანია - გერმანიაში საქართველო-გერმანიის წელი საზეიმოდ გაიხსნა. ​ღონისძიებას, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა 500-მდე ადამიანი დაესწრო. 

საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. ორივე ქვეყნის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა მეგობრობის წლის მნიშვნელობას და ისაუბრა საქართველო- გერმანიის მრავალწლიან მეგობრობასა და მჭიდრო პარტნიორობაზე.