„ბოლო დღეების განმავლობაში საერთაშორისო თანამეგობრობამ მოისმინა აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“-ჯანელიძე ტილერსონის განცხადებაზე

7.12.2017 ვენა - საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის მხრიდან ნატო-სა და ეუთო-ს მინისტერიალებზე საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-სთან საქართველოს  მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა. 

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა. აშშ არის საქარტველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი და ამ ორი დღის განმალობაში მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ მოისმინა ამერიკის ძალიან მტკიცე პოზიცია საქართველოსთვის ძალიან მნიშსვნელოვან საკითხებზე.  ეს  არის შედეგი საქართველოს მთავრობის აქტიური მუშაობის აშშ-ის ახალ ადმიისტაციასთან, კონსულტაციები იმართება ინტენსიურად ყველა მაღალ ფორმატებში, მათ შორის  შესაბამისი მინისტრებს შორის.  ეს წელი არის განსაკუთრებული საქართველო ამერიკის ურთიერთობაში, რომლის ფარგლებში  გადაიდგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი“-განაცხადა ჯანელიძემ.  

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ორგანიზაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებტან, მათ შორის აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან. რის შემდეგაც რექს ტილერსნმა კიდევ ერთხელ გააკეთა საქართველოს მხარდამწერი განცხადება.