ბრაზილიაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

5.10.2018 ბრზილია- საქართველოს საელჩოში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებას ბრაზილიის ფედერალური ოლქის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
 
ღონისძიებაზე მოწვეულ მოსწავლეებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით სოლომონიამ  გააცნო ინფორმაცია საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების შესახებ.
 
მიღების ფარგლებში, გაიმართა სხვადასვა შემეცნებითი აქტივობა. ასევე,  მოეწყო სიმბოლური მოგზაურობა საქართველოში, რომლის დროსაც მოსწავლეებს „პასპორტებში“ სპეციალური შტამპით დაუდასტურდათ საქართველოში „სტუმრობის“ ფაქტი. აგრეთვე, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ  ქართულ ენაზე შეესრულებინათ ხელნაწერები.
 
ღია კარის დღე ბრაზილიის ფედერალური ოლქის გუბერნატორის მეუღლის, მარსია როლენბერგის პატრონაჟით გაიმართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ბრაზილიურ საზოგადოებაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება.