ბრაზილიაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

31.05.2018 ქ. ბრაზიალია - ბრაზილიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში,  დავით სოლომონიამ. ელჩმა ისაუბრა  საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე.მან ასევე  ხაზი გაუსვა ბრაზილიასა და საქართველოს  შორის არსებული ურთიერთობების მზარდ დინამიკას.

საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ ეროვნული კონგრესის და  აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ბრაზილიის კონტროლისა და გამჭვირვალობის მინისტრი,  ვაგნერ როზარიო და ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე,  ფერნანდო სიმას მაგალიაეში.

მიღების ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ გამოფენა  სახელწოდებით „ქართული ანბანის სამი სახეობა“.