ბრაზილიაში საქართველოს საელჩომ ტურ-ოპერატორებისთვის პრეზენტაცია გამართა

10.10.2019 ბრაზილია- ბრაზილიის ტურიზმის სფეროში საქართველოს პოპულარიზაციის და მისი, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების დამკვიდრებისათვის საქართველოს საელჩომ  ქვეყანაში მოქმედ ტურ-ოპერატორებს უმსაპინძლა.
 
შეხვედრის უმთავრეს მიზანს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სრულად წარმოჩენა წარმოადგენდა. ამ მხრივ დარგის სპეციალისტებთან გამართულ პრეზენტაციაზე წარდგენილ იქნა მასალა საქართველოს ღირსშესანიშნაობების შესახებ.
 
აღინიშნა, რომ უძველესი ისტორია, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, ორიგინალური სამზარეულო, ბუნებრივ-კლიმატური მრავალფეროვანება, არსებული კურორტები, ღვინის სამშობლოს სტატუსი გამოარჩევს საქართველოს ბევრი სხვა ქვეყანისაგან და აქცევს ოთხი სეზონის სასურველ ტურისტულ დანიშნულებად.
 
საქართველოში სამოგზაუროდ გამგზავრებამდე სასურველი ტურის დაჯავშნისა და დაგეგმვის მიზნით, ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ტურიზმის შემადგენელი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ.
 
ღონისძიების დასრულების შემდგომ, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ უნიკალური ქვევრის ღვინო და ქართული სამზარეულო.