ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

15.03.2019 ბრაზილია- ბრაზილიაში, საქართველოს საელჩოში  საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი  ღონისძიება გაიმართა.
 
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საგანგბო და სრულუფლებიანმა ელჩმა - დავით სოლომონიამ, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოში პარლამენტარიზმისა და ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრების შესახებ.  
 
შეხვედრაზე, რომელზეც მოწვეული იყვნენ ბრაზილიის მასმედიის, საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ  დაეგემოვნებინათ  ქართული ღვინო  და კერძები.