ბრიუსელის მთავარი სიმბოლო „მანეკენ პისი“ ჩოხით შეიმოსა

26.05.2019 ბელგია-  26 მაისს, ქ. ბრიუსელში ქალაქის მთავარი სიმბოლო ჩოხით შეიმოსა და ასე მიულოცა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე.
 
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნატალი საბანაძემ.

კულტურული პროგრამა ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებმა და ქალაქ ბრიუსელის მერიის გუნდმა წარმოადგინეს.

„მანეკენ პისი“ ბრიუსელში 1618 წელს განათავსეს და მას არაერთი ლეგენდა უკავშირდება. „მანეკენ პისის“ საკუთარი მუზეუმიც აქვს, სადაც დამთვალიერებლებისთვის მისი 900-ზე მეტი საზეიმო სამოსია წარმოდგენილი.