ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრა გაიმართა

28.04.2017, ბრიუსელი - 2017 წლის 28 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა  მონაწილეობა მიიღო ქ. ბრიუსელში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შეხვედრაში.

განხიული იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ხედვები და მოლოდინები „აღმოსავლეთ პარტნირობის“ მომავალ სამიტთან დაკავშირებით, რომელიც 2017 წლის ნოემბრის თვეში, ქ. ბრიუსელში გაიმართება. განსაკუთრებული ყურადრბა დაეთმო არსებული გამოწვევების საპასუხოდ, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ეფექტურობის შესანარჩუნებლად, სამომავლო პერსპექტივების განხილვას და  აღნიშნულ კონტექსტში, მომავალი სამიტის როლს. 

შეხვედრაზე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მიღწეულ შედეგებზე, ევროკავშირთან როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით.  მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდეს  თანამშრომლობა   აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში მოქალაქეებისათვის ხელშესახები და პრაქტიკული შედეგების მომტანის მიმართულებით.  

ბრიუსელში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების წარმომადგენლები.