ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება

30.01.2018 - ​საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ეწვევა. 31 იანვარს, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება, რომელსაც  ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.

სხდომაზე კომისიის წევრები განიხილავენ  2017 წლის საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის შესრულებას.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვედრებს გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან როუზ გოტმიულერთან.