ბულგარეთსა და უნგრეთში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიოებები გაიმართა

22.05.2019 ბულგარეთი -  ქ. სოფიაში, „ევროპულ  სახლში“ გაიმართა  კონფერენცია-  „აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი - მიღწევები და წინსვლის გაგრძელება“. ღონისძიება ორგანიზებული იყო ბულგარეთში რუმინეთის  საელჩოს, ბულგარეთში ევროკომისიის წარმომადგენლობასა და „სოფიის უსაფრთხოების ფორუმი“-ის მიერ.

კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის უფროსმა, არჩილ ყარაულაშვილმა. მან სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის შემდეგ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე, ამ მხრივ აღინიშნა ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობა და ყურადღება გაამახვილდა  სავიზო ლიბერალიზაციასა და  თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებზე. ასევე, არჩილ ყარაულაშვილმა აღნიშნა მიმდინარე წლის ივლისში დაგეგმილი ბათუმის კონფერენციის მნიშვნელობა, რომელიც სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს ეხება.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით ასევე  წარსდგნენ „სოფიის უსაფრთხოების ფორუმის“  პრეზიდენტი იორდან ბოჟილოვი, ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი  ოგნიან სლატევი და ბულგარეთის რესპუბლიკაში რუმინეთის ელჩი იონ გალეა.

გამომსვლელებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი 10 წლის მიღწევებზე, წინსვლებზე და გამოწვევებზე და  ხაზი გაუსევს რუმინეთის  თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს საგარეო ურთიერთობების სფეროში.
აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში,  ბუდაპეშტში მოქმედ ევროპის ცენტრში ასევე გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით “Eastern Partnership @10! State of play, challenges and vision,”ღონისძიება  უნგრეთში რუმინეთის, პოლონეთის, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საელჩოების ერთობლივი ორგანიზებით და ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელშეწყობით გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ. მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, ასევე საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებულ დესტრუქციულ ნაბიჯებზე.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) გამგეობის თავმჯდომარე ლევან დოლიძე, რომელმაც ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე საინფორმაციო ომის ეპოქაში.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ  ბუდაპეშტში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები, სტუდენტები და მეცნიერები.