ბულგარეთში ფოტოგამოფენა „Spectacular Georgia" გაიმართა

12.06.2018  . სოზოპოლი - ბულგარეთის სახელმწიფოში, ტურისტული სეზონის გახსნით ფესტივალზე, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ფოტოგამოფენა „Spectacular Georgia" გაიმართა.

გამოფენის ფარგლებში,  წარმოდგენილ იქნა საქართველოს  ღირსშესანიშნაობებისა და კულტურულ-მატერიალური ძეგლების ამსახველი ფოტოები. მოეწყო  ქართული ანბანის სამი სახეობის ფოტოგამოფენა. ღონისძიებაზე, ასევე, გაიმართა სოციალურ-პოლიტიკური ჟურნალის «ЕВРОПА 2001» სპეციალური ნომრის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ფესტივალის ფარგლებში, ასევე, ჩატარდა ქართული ფილმების, „მოირა“, „სიმინდის კუნძული“ და „გაღმა ნაპირი“, ჩვენება.

გამოფენას, მრავალ ტურისტთან ერთად, ესწრებოდნენ ქ. სოზოპოლის ადმინისტრაციისა და მედიის წარმომადგენლები.