ბულგარეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

25.05.2019 ბულგარეთი- ქ. სოფიაში,   საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა.
 
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თამარ ლილუაშვილი.  ელჩმა ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიასა და  საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის შესახებ.
 
ღონისძიების ფარგლებში სიტყვით ასევე გამოვიდა ბულგარეთის ვიცე-პრეეზიდენტი  ილიანა იოტოვა, რომელმაც  საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
 
 
მიღების ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გაიმართა : ქართული ნაციონალური სამოსის გამოფენა (ქართული სამოსის სახლი), ქართული სამარკო ღვინოების დეგუსტაცია ბულგარელი სომელიეს მონაწილეობით, „ქართული ღვინო და ჯაზი’, რომელსაც მაია ბარათაშვილის „ჯაზ-დუო“ აფორმებდა.
 
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტო -ვიტრაჟი.
 
სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული მრავალფეროვანი სამზარეულო.
 
ღონისძიებას   ესწრებოდნენ ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მეფე სემიონ II , საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იური შტერკი, პარლამენტის საქართველოს მეგობრობის ჯგუფის და სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეები, ბულგარეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საქართველოს საპატიო კონსულები, ბიზნესის და წამყვანი მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.