ბულგარეთში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა

26.03.2019 ბულგარეთი- ბულგარეთში,  ქალაქ ბლაგოევგრადში ოფიციალურად გაიხსნა  საქართველოს საპატიო საკონსულო.
 
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამუნა ლილუაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. თავის გამოსვლაში ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და საპატიო საკონსულოს გახსნის მნიშვნელობას მათი კიდე უფრო მაღლა აყვანისა და საკონსულო ოლქის დაფარვის არეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის მომსახურების გაწევის თვალსაზრისით.
ღონისძიების ფარგლებში მოწვეული სტუმრებისთვის  მიღება გაიმართა.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბლაგოევგრადის მერი ატანას კამბიტოვი, საქართველოს საპატიო კონსული იული ნუშევი,  ბულგარეთში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, საქართველოს საელჩოს თანამშრომლები, ადგილობრივი ჟურნალისტები, ქართველი სტუდენტები და დიასპორის წარმომადგენლები.