ჩეხეთში 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

9.04.2019 ჩეხეთი-1989 წლის  9 აპრილის  30 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოში ღნისძიება გაიმართა.
 
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა საბჭოთა რეჟიმის მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სისხლიანი ანგარიშსწორების შედეგებზე და საქართველოს უახლეს ისტორიაზე. ელჩმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციის პრობლემატიკაზე.
 
9 აპრილის  30 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში  გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
 
 ღონისძიებას ესწრებოდნენ   ქართველი დიასპორის წარმომადგენლები. შეხვედრის ბოლოს, გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც სტუმრებმა 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს.