ჩეხეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

25.05.2019 ჩეხეთი-ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პრაღის მარტინიცკის სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.
 
 
მიღება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა,  პრაღაში სამუშაო ვიზიტად მყოფმა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა და ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ პაველ ფიშერმა.
 
 
მიღების ფარგლებში გაიმართა ანსამბლ „შვიდკაცას“, ჯგუფ "კვინტესენს”-ის კონცერტები და „ნაციონალური სამოსის სახლის“ ქართული ეროვნული სამოსის გამოფენა. 

ღონისძიებას  ესწრებოდნენ ჩეხეთის მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
 
დამოუკიდებლობის დღის მიღებამ გახსნა საელჩოს მიერ ორგანიზებული „საქართველოს დღეები პრაღაში“, რომლის ფარგლებშიც, 22-29 მაისის პერიოდში, ანსამბლ „შვიდკაცას“,  ჯგუფ  "კვინტესენს”-ის კონცერტების და ქართული ეროვნული სამოსის გამოფენის გარდა, გაიმართება ქართული ფილმის -„ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ ჩვენება, ქართული ღვინის მასტერკლასები და ნინო ქათამაძის კონცერტი.
   
 აღნიშნულ ღონისძიებების ორგანიზებაში ჩართულნი არიან შემდეგი კომპანიები/ფესტივალები: ავიაკომპანია „Georgian Airways”, სასტუმრო “hotel GEO”, რესტორანი „Georgia“, კომპანია „Aptos“, კომპანია „MESDIESTETIK”, კომპანია “თელიანი ველი“, “ნაციონალური სამოსის სახლი“, ფესტივალი -„Prague Drinks Wine” და ფესტივალი Prague Acappella Festival“.