"ჩვენ შევქმნით წინაპირობებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისთვის“ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი თავის ქართველ კოლეგას დავით ზალკალიანს მისალოც წერილს უგზავნის, სადაც ის საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს  დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და წარმატებებს, წინსვლასა და კეთილდღეობას უსურვებს.
 
„მჯერა, რომ ისტორიული და კულტურული წარსულის გათვალისწინებით და ორი ქვეყნის ხელისუფალთა სურვილიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ყველა სფეროში განვითარდება.“ - ნათქვამია წერილში.