ჩვენმა ოპონენტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მთელ დიპლომატიურ სამსახურს, ადამიანებს რომლებიც 24 საათიან რეჟიმში ემსახურებიან ქვეყანას - დავით ზალკალიანი

17.10.2019 ქ. თბილისი- “მე არ ვაპირებდი ოპონენტების გამოსვლებზე რეაგირებას. იცით თქვენ, რომ ეს არ არის ჩემი ბუნება და არ გამოვირჩევი ძალიან მძაფრი რეაგირებით, მაგრამ ის რაც დღეს ჩვენი ოპონენტების მხრიდან მოვისმინეთ ეს მართლაც იყო ძალიან შეურაცხმყოფელი პირველ რიგში მთლიანად საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და იმ დიპლომატებისთვის, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუხლჩაუხრელად ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის ინტერესებს” - ამის შესახებ საქარველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პარლამენტში სამთავრობო საათზე დასკვნითი გამოსვლისას განაცხადა და ოპონენტების კრიტიკის უპასუხა.

“მეც ვიყავი ოპოზიციაში ბევრ თქვენთაგანთან ერთად, მაგრამ არასდროს არ წავსულვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. არასდროს არ ვკადრულობდი იმას, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან.

ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა მძიმედ საყურებლად შეაფასა ჩემი გამოსვლა. ჩემთვისაც უმძიმესი იყო მათი ცქერა დღეს. ძალიან მძიმე იყო. მათ შორის იმ ადამიანებისგან, რომლებთან ერთადაც გარკვეული წლების წინ ერთად ვიყავით დიპლომატიურ სამსახურში. მათ შეურაცყოფა მიაყენეს მთელ დიპლომატიურ სამსახურს მათ შორის იმ კოლეგებს, ვისთან ერთადაც მათაც უწევდათ საქმიანობა.
 
აქ საუბარი იყო სირცხვილზე. სირცხვილი არის ძალიან ბევრი რამ და მათი მხრიდან სირცხვილზე საუბარი ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და არასდროს არ შევეგუები და არ მივიღებ ამას.
სირცხვილი არის ის, თუ რა მდგომარეობაშიც მიიყვანეს მათ ქვეყანა და რა მდგომარეობაში გადმოვიბარეთ ის 2012 წელს.

ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია - ეს არის სირცხვილი. ბორდერიზაცია, რომელიც შედეგია იმ ოკუპაციის - აი ეს არის სირცხვილი. ასობით ათასი ჩვენი მოქალაქის იძულებით გადაადგილება და საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ლტოლვილებად ყოფნა - აი ეს არის სირცხვილი. ათასობით ქართველის გამოძევება რუსეთის ტერიტორიიდან - აი ეს არის სირცხვილი. ეს არის შედეგი მათი მმართველობის. საქართველოს გაქრობა საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგიდან - აი ეს არის სირცხვილი” - განაცხადა მინისტრმა.
დასკვნით სიტყვაში მინისტრმა ოპონენტებს კონკრეტული სტატისტიკა დაუპირისპირა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაციის თვალსაზრისით და ისაუბრა იმ რეზოლუციებზე, განცხადებებსა და მხარდამჭერ აქტებზე, რომელიც 2012 წლის შემდგომ იქნა მიღებული.

„სირცხვილია ის, რომ ადამიანებს ციხეში აწამებდნენ, აპატიმრებდნენ სატელიტურ ანტენებს, ადამიანებს საკუთრების უფლება ჰქონდათ წართმეული, პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროდან დიპლომატების განდევნა, ამ პროცესს ეს ჩვენი კოლეგები ხელმძღვანელობდნენ, მაშინ როცა ისინი ხელმძღვანელობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას.

სირცხვილია, ის, რომ საქართველო საერთოდ გამქრალი იყო 2008 წლის შემდეგ. გაიხსენეთ, რამდენი ქვეყნის ლიდერი ჩამოვიდა 2008 წლის შემდეგ საქართველოში მხედველობაში არ მაქვს კონფლიქტის დაცხრომასთან დაკავშირებული მედიაცია, რომელსაც პრეზიდენტი სარკოზი და მასში ჩართული ქვეყნის ლიდერები აწარმოებდნენ. რამდენი ქვეყნის ლიდერი ჩამოვიდა 2008-2012 წლებში? არცერთი!
შეადარეთ დღევანდელ მდგომარეობას, როგორი ინტენსიური ვიზიტები გვაქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. აი, ეს არის სირცხვილი და პასუხი მათ ქმედებებზე.
სირცხვილია, მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების სანაცვლოდ ვაჭრობა ორმხრივი შეხვედრების ორგანიზების მიღების კუთხით.

მე მინდა, რომ ამ ყველაფერზე ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს მკაფიო და ნათელი შეფასება. ჩვენი ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხედავს.

სირცხვილია, როდესაც MAP-ის არ მიღებას ისე აფასებდნენ, რომ MAP-ზე უფრო მეტი მივიღეთ. სირცხვილია ის მაღალი მოლოდინები, რომელსაც უქმნიდნენ ვიზალიბერალიზაციასთან, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით და პარალელურად სინგაპურის მოდელზე საუბრობდნენ”- განაცხადა მინისტრმა.
 
ზალკალიანის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთელი დიპლომატიური კორპუსი, პარლამენტთან ერთად გააგრძელებს ძალიან აქტიურ საქმიანობას ყველა მიმართულებით, მათ შორის, ევროპული ინტეგრაციის კუთხით კიდევ უფრო მეტი შედეგებისთვის.
“ჩემთვის ნომერ პირველი ამოცანა არის ქვეყნისთვის საფრთხეების აცილება, მინიმიზაცია იმ გამოწვევებისა, რომელიც ჩვენს წინაშეა, რათა ვუზრუნველყოთ საქართველოში სტაბილურობა, სტაბილურობის გარეშე არ არსებობს არც განვითარება, არც კეთილდღეობა. მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც არის ასახული ქვეყნის მთავარ დოკუმენტში, კონსტიტუციაში, პარლამენტის რეზოლუციაში, რაც არის პირველ რიგში მიმართული ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევრო ატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ, რაც არის დადასტურებული საქართველოს მთავრობის პროგრამაში, არის შეუქცევადი და ამ მიმართულებით ჩვენი ნაბიჯები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაბიჯები როგორც აქამდე, ისე მომავალშიც იქნება თანმიმდევრული და სრულ თავსებადობაში ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფო ინტერესებთან” - განაცხადა მინისტრმა პარლამენტში სამთავრობო საათზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას.
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '22904')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.