წმ. ქეთევან წამებულის წმ. ნაწილები ინდოეთის გოას არქეოლოგიურ მუზეუმს დაუბრუნდა

8.10.2018 ინდოეთი - ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ინდოეთში, არჩილ ძულიაშვილმა, ინდოეთის არქეოლოგიური სამსახურის ორი წარმომადგენლის თანხლებით,  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები 2018 წლის 28 სექტემბერს საქართველოდან ჩააბრძანა ინდოეთის გოას შტატში. ინდოელ ექსპერტთა ჯგუფის თანდასწრებით, წმ. ნაწილები დაუბრუნდა ინდოეთის გოას არქეოლოგიურ მუზეუმს.
 
  
ამით, საქართველოს მხარემ შეასრულა 2017 წლის აგვისტოში საქართველოს და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე მასზე ნაკისრი ვალდებულება, წმ. ქეთევან წამებულის წმ. ნაწილების საქართველოში 6 თვით ყოფნის ვადის და 2018 წლის მარტში მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ამ ვადის კიდევ 6 თვით გაგრძელების შესახებ.
 
ამ ერთი წლის განმავლობაში წმ. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებმა საქართველოს ყველა ეპარქიაში იმოგზაურა, სადაც მომლოცველებს შესაძლებლობა ჰქონდათ თაყვანი ეცათ დიდმოწამე დედოფლისათვის.
 
როგორც ცნობილია წმ. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები აღმოჩენილ იქნა 2006 წელს ინდოეთის გოას შტატში მდებარე დაგრასას სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად. საქართველოსა და ინდოეთს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შედეგად, საქართველოსა და ინდოეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოში წმინდა ნაწილები 6 თვის ვადით 2017 წლის 23 სექტემბერს ჩამოაბრძანა საქართველოს ელჩმა ინდოეთში ბატონმა არჩილ ძულიაშვილიმა, საქართველოს დელეგაციისა და ინდოეთის არქეოლოგიური სამსახურის ორი წარმომადგენლის თანხლებით.
 
2018 წლის მარტში, საქართველოსა და ინდოეთს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, წმინდა ნაწილების საქართველოში ყოფნის ვადა კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა.
  
2017 წლის 8 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას „ქეთევან დედოფლის მემკვიდრეობა“. მასში მონაწილეობა მიიღეს ინდოეთის არქეოლოგიური სამსახურის სპეციალისტებმა, გოას მსოფლიო საკრალური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ქეთევანის“ დამფუძნებლებმა და პორტუგალიის სპეციალისტებმა, რომლებიც ჩართულები იყვნენ ლისაბონის დაგრასას ტაძარში დაცული წმინდა ქეთევან დედოფლის ფრესკის კონსერვაციის პროექტში, რომლის რესტავრაციაც მოხდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით.
 
 2018 წლის 23 თებერვალი - 24 მარტის ჩათვლით, საქართველოს საელჩოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ინდოეთის გოას შტატში გაიმართა მსოფლიო საკრალური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ქეთევანი“ (KETEVAN World & Sacred Music Festival), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მუსიკალური ხელოვნების წარმომადგენლებმა. ფესტივალის გამართვა ასევე იგეგმება 2019 წელს.
 
 
 
 
 

 
 
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '19569')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.