ცნობილი ევროპული კულტურული ფესტივალი „ევროპალია“ 2022 წელს საქართველოს მიეძღვნება

18.12.2018 თბილისი - ცნობილი ევროპული კულტურული ფესტივალი „ევროპალია“ (Europalia) 2022 წელს საქართველოს  მიეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი, სამეფო ოჯახის პატრონაჟით, ყოველ ორ წელიწადში  ბელგიაში იმართება და სექტემბრიდან იანვრამდე გრძელდება.  ირჩევა  ქვეყანა, რომელსაც მთლიანობაში ეძღვნება  აღნიშნული ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით  400 ღონისძიება ეწყობა.

„ფესტივალი ძალიან დიდი მასშტაბისაა და მოიცავს კულტურის ყველა სფეროს.   2022 წლის სექტემბრიდან წლის ბოლომდე იქნება ქართული კულტურის  ზეიმი ბრიუსელში, მთლიანად ბელგიაში და ასევე ევროპულ დედაქალაქებში.“ - განაცხადა აღნიშნულზე საუბრისას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიაში და საქართველო წარმომადგენელმა ევროკავშირში, ნატალი საბანაძემ.​