დანიაში საქართველოს ელჩი განვითარების პოლიტიკის ახალ სახელმწიფო მდივანს შეხვდა

19.02.2019 დანია- დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიგი გიგიაძესა და განვითარების პოლიტიკის ახალ სახელმწიფო მდივან, ტრინე რასკ თიუგესენს შორის.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს დანიის განვითარების სააგენტოს (DANIDA) მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებსა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა დანიის სამეზობლო პროგრამის (DANEP) ფარგლებში კოპენჰაგენის მიერ საქართველოსთვის აღმოჩენილ მხარდაჭერას.