დანიაში საქართველოს ელჩმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლექცია წაიკითხა

3.05.2019 დანია- დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიგი გიგიაძემ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ლექცია წაიკითხა ლუნდის უნივერსიტეტში.

ლექციის ფარგლებში გიგი გიგიაძემ ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შექმნის წინაპირობებზე, განვითარების ისტორიასა და მომავლის პერსპექტივებზე.
ლუნდის უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა საქართველოს ელჩის შეფასებები მოისმინეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში მიღწეულ წარმატებებსა და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე.
ლექციის შემდეგ გამარულ დისკუსიაზე სტუდენტებმა ინტერესი გამოხატეს შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით.