დანიის ბიზნეს აკადემიაში საქართველოს სტარტაპების სისტემასა და ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრეს

დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა  გიგი გიგიაძემ მონაწილეობა მიიღო კოპენჰაგენის ბიზნეს აკადემიაში მეწარმეობისა და ინოვაციების საერთაშორისო ინიციატივის Creative Business Cup Danmark-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „All Stars 2017“.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსიები ახალდაფუძნებულ სტარტაპებსა და მსხვილ კომპანიებს შორის ინოვაციური თანამშრომლობის, საერთაშორისო ინვესტიციისა და დაფინანსების მოზიდვის და კომოპანიების  საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრების საკითხებზე.

სადისკუსიო პანელზე, საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ  წარმატებებსა და ქვეყანაში არსებულ  ბიზნეს-გარემოზე, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე რომელთა მიზნებსაც საქართველოში ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესება, ინვესტიციების ხელშეწყობა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარება წარმოადგენს. საუბრისას, ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ტურიზმისა და სატრანზიტო შესაძლებლობებზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტარტაპების სისტემას და იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებობს.

დისკუსიებში ასევე მონაწილეობდნენ დანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (Dansk Erhvervv) და დანია-გერმანიის (Dansk-Tysk Handelskammer) სავაჭრო პალატის, დანიის  ინოვაციებისა და საინვესტიციო ცენტრისა (Innovation Centre Denmark/Invest in Denmark) და დანიური და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები.