დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გია ყანჩელისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

 13.08.2018 დანიის სამეფო - დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ  გია ყანჩელისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას უმასპინძლა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, გიგი გიგიაძემ. მიღებას თავად კომპოზიტორიც ესწრებოდა.

საქართველოს ელჩმა გია ყანჩელის მოღვაწეობაზე ისაუბრა და  გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორს დაბადების დღე მიულოცა.  მისი განცხადებით,  აღნიშნულმა მიღებამ საშუალება მისცა დანიურ საზოგადოებას, გაცნობოდნენ გია ყანჩელის განუმეორებელ მუსიკას.

ღონისძიებაზე შესრულდა  მუსიკა გია ყანჩელის ნაწარმოებებიდან.

სტუმრებს შორის იყვნენ დანიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დანიის სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები და ქართული დიასპორის წარმომადგნელები.