დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი გიგი გიგიაძე ლექციების ციკლს განაგრძობს

14.09.2018 დანია - დანიელ ახალგაზრდებში საქართველოსა და მის გარშემო მიმდინარე პროცესების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი გიგი გიგიაძე ლექციების ციკლს განაგრძობს. 

დანიური ახალგაზრდული ორგანიზაციის „ინიციატივა დიალოგისა და დემოკრატიისათვის“ მიწვევით, 11-13 სექტემბერს გიგი გიგიაძე სიტყვით გამოვიდა კოპენჰაგენისა და ორჰუსის უნივერსიტეტებში. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებთან საუბრის დროს, გიგი გიგიაძემ აქცენტი გააკეთა საქართველოში მიმდინარე მოდერნიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესებზე, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსა და კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. 

აღსანიშნავია, რომ ლექციების სერიის ფარგლებში გიგი გიგიაძე ასევე ქალაქ ოდენის სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის მაგისტრანტების წინაშე წარსდგა.