დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ, „ვეფხისტყაოსნის“ გამორჩეული ილუსტრატორის, მიხაი ზიჩის გამოფენას უმასპინძლა

31.10.2019 დანიის სამეფო - დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ, დანიის სამეფოში უნგრეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, უმასპინძლა „ვეფხისტყაოსნის“ გამორჩეული ილუსტრატორის, ცნობილი უნგრელი მხატვრის, მიხაი ზიჩის გამოფენას. წარმოდგენილი იქნა ზიჩის 25 ნამუშევრის მაღალი რეზოლუციის ასლი.

შოთა რუსთაველის რომანტიკული ეპოსის „ვეფხისტყაოსანი“ პირველი ნაბეჭდი ილუსტრირებული გამოცემა სწორედ მიხაი ზიჩს უკავშირდება. 1881 წელს, ქართველი დიდებულების თხოვნით იგი საქართველოში ჩამოვიდა, ნაწარმოების თემაზე მუშაობისას ზიჩი იმდენად მოიხიბლა „ვეფხისტყაოსნის“ შინაარსით, რომ შექმნილი ილუსტრაციები ქართველ ხალხს უსასყიდლოდ უსახსოვრა.