დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ რუსუდან გორგილაძის წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა

15.03.2019 კოპენჰაგენი - დანიის სამეფოში საქართველოს საელჩომ რუსუდან გორგილაძის წიგნის „კერძთაყვანისცემა“ პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიებას დანიაში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების, ქართული დიასპორისა და დანიური საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა ქართულ კულტურაში სადღესასწაულო ტრადიციების მნიშვნელობასა და ქართული სამზარეულოს თავისებურებებს.

რუსუდან გორგილაძემ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი წიგნი წარუდგინა, რომელიც მსოფლიო სამზარეულოს კულტურის კონტექსტში ქართულ სამზარეულოსა და მის სრულიად უნიკალურ, სადღესასწაულო ტრადიციებს აერთიანებს.