დავით ბაქრაძე აშშ-ის სამხედრო კოლეჯის სტუდენტებს შეხვდა

12.02.2018 ქ. ვაშინგტონი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე აშშ-ის სამხედრო კოლეჯის სტუდენტებს შეხვდა.
საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე, დავით ბაქრაძემ სტუდენტებთან ისაუბრა საქართველოს ისტორიული წარსულის და  უძველესი კულტურის შესახებ, მიმოიხილა აშშ-საქართველოს ორმხრივი პარტნიორობა, ვრცლად ისაუბრა თავდაცვის სფეროში საქართველო-ამერიკის და სხვა რეგიონალურ პარტნიორებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ. ელჩმა სტუდენტებთან ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების და რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეების შესახებ.

დისკუსიის დროს განხილული იქნა ასევე  საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში მონაწილეობა. დავით ბაქრაძემ ხაზი გაუსვა საქართველოში ახალი ეკონომიკური ინიციატივებისა და სავაჭრო ხელშეკრულებების მნიშვნელობას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის როლს რეგიონალური განვითარებისთვის. 


აშშ-ის სამხედრო კოლეჯის სტუდენტები ზაფხულში საქართველოსა და აზერბაიჯანში რეგიონალურ ტურს გეგმავენ.