დავით დონდუა ავსტრიაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შეხვდა

5.02.2019 ავსტრია - "ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის" ორგანიზებით,  გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დავით დონდუას შეხვედრა ავსტრიაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან.

შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და აღნიშნა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე  საქართველოს მიღწევები.

ასევე, საქართველოს ელჩმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა დიპლომატიური სამსახურის მისიისა და მისი სპეციფიკის შესახებ. დავით დონდუამ სტუდენტებს  გააცნო საელჩოს საქმიანობა და სამომავლო პროექტები. მან იმედი გამოთქვა, რომ საელჩოსა და ავსტრიის რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.