დავით დონდუა ეკვადორის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს შეხვდა

19.07.2018 ქ. თბილისი-  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა ეკვადორის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, ედუარდო ხურადოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ეკვადორს შორის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო გეგმები. განსაკუთრებით აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების და ბიზნეს-წრეებს შორის კავშირების ხელშეწყობის აუცილებლობა.  ასევე, აღინიშნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სფეროში განხორციელებული რეფორმების და ტექნოლოგიების დარგში გამოცდილების ურთიერთგაზიარების მზაობა. 

ედუარდო ხურადო თბილისს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამიტის ფარგლებში ეწვია.