დავით დონდუა პანამის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, სალვადორ სანჩეს გონსალესს შეხვდა

2018 წლის 18 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა პანამის რესპუბლიკის  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, სალვადორ სანჩეს გონსალესს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და პანამას შორის  თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები - პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.

მხარეებმა დაადასტურეს პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების მზაობა.

სალვადორ სანჩეს გონსალესი თბილისს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამიტის ფარგლებში ეწვია.