დავით დონდუამ შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან

26.01.2018 ქ. თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, ჯასტინ მაკენზი სმიტთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებზე და გეგმებზე, ასევე სამშვიდობო პოლიტიკასა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით საქართველოს გადადგმულ ნაბიჯებსა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობზე. განხილულ იქნა ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესებში დიდი ბრიტანეთის აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობა.