დავით დონდუას შეხვედრა კონფლიქტის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან

18.05.2017 თბილისი - 2017 წლის 17 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა კონფლიქტის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს. 

მინისტრის მოადგილემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გაუზიარა ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობისა და ზოგადად, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ქმედებების შესახებ.
 
თავის მხრივ, ექსპერტებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გაუზიარეს თავიანთი შეფასებები, როგორც ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე განვითარებებთან, ისე სამშვიდობო პროცესებთან დაკავშირებით.
 
შეხვედრის ბოლოს დავით დონდუამ ხაზი გაუსვა ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში და აღნიშნა კონფლიქტის თემაზე მომუშავე ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან რეგულარული შეხვედრების აუცილებლობა.