დავით ზალკალიანი არგენტინაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

22.03.2019 არგენტინა- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში . ბუენოს - აირესის საელჩოში შეხვდარაგენტინაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებსროგორც შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა  მიუხედავად სიმცირისა არგენტინაში მცხოვრებ ქართველებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ საქართველოსა და არგენტინის ურთიერთობების განვითარებაში და არგენტინაში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებაში. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია მისი ვიზიტის, არგენტინაში გამართული ორმხრივი შეხვედრებისა და ქვეყენებს შორის თანამშრომლობის პრიროიტეტული მიმართულებების შესახებ

საუბარი შეეხო ასევე საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ქვეყნის განვითარების ხედვას, აღინიშნა ის პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და ოკუპირებულ რეგიოენბზე, ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ამოცანაა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური განვითარება.

დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო დიასპორის საკითხებში სახელმწიფოს ცალკეული ინიციატივები და გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს არგენტინაში მცხოვრებ მცირერიცხოვან ქართულ დიასპორას საქმიანობის განვითარებაში.