დავით ზალკალიანი აშშ-ის მარშალის გერმანული ფონდის (GMF) შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივის წარმომადგენელებს შეხვდა

26.10.2018 . თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის მარშალის გერმანული ფონდის (GMF) შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივის წარმომადგენელებს შეხვდა
 
 
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ის მარშალის გერმანული ფონდის (GMF) შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივის წარმომადგენლებს შეხვდა.
 
შეხვედრაზე მინისტრმა ფონდის დელეგაციის წევრებს გააცნო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თავლსაზრისით მიღწეული პროგრესი, საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პრიორიტეტულ მიმართულებებს.
 
მარშალის გერმანულ ფონდს მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია ქართულ მხარესთან, როგორც თქვენ მთავრობასთან ისე სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩვენ ხელს ვუწყობთ სხვადასხვა სახის უცხოურ დელეგაციებს ეწვიონ და გაეცნონ თქვენს ქვეყანას ისევე, როგორც ქართულ დელეგაციებს განახორციელონ საქმიანი და ოფიციალური ვიზიტები ვაშინგტონში. ვთანამშრომლობთ ასევე თქვენი ქვეყნის წარმომადგენლებთან ევროპის ისეთ მსხვილ ქალაქებში, როგორიცაა ბერლინი, პარიზი და ბრიუსელში, რითაც ვცდილობთ ხელი შევუწყოთ საქართველოს ტრანსფორმაციას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ვეხმარებით ქვეყანას თავისუფალი მედიისა და დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცებაში, რითაც ვცდილობთ დაგეხმაროთ თქვენი უსაფრთხო და ბედნიერი მომავლის უზრუნველყოფაში” - განაცხადა შეხვედრის შემდეგ GM- ის წარმომადგენელმა და დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯონათან კატცმა.
 
 
აღსანიშნავია, რომ დელეგაციამ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ასევე გამართა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელებთან.
 
შავი ზღვის რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივა (BSТ) აშშ-ის მარშალის გერმანული ფონდის (GMF) მიერ შექმნილი ინიციატივაა, რომელიც შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული პრინციპების გაძლიერებას ემსახურება. ინიციატივის ფარგლებში მუშაობა მიმდინარეობს დემოკრატიულ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის