დავით ზალკალიანი აშშ-ის სენატორ როი ბლანტს შეხვდა

05.04.2019 ქ. ვაშინგტონი - 5 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აშშ-ის სენატორ როი ბლანტს (რესპუბლიკური პარტია-მისურის შტატი) შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა. აღინიშნა ამ მიმართულებით აშშ-ის კონგრესის მნიშვნელოვანი როლი და ის ორპარტიული მხარდაჭერა, რაც საქარველოს აქვს აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას კიდევ უფრო განავითაროს აშშ-სთან თანამშრომლობა თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის სფეროში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სენატორს  მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების შესახებ. ბ-ნმა დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სენატორს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის განსაკუთრებით 2017 წლიდან მოყოლებული აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტში ასახული საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის.

საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ამ მხრივ საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის ფაქტებსა და ამ მხრივ შექმნილ უაღრესად სავალალო ვითარებას. სენატორმა დაგმო რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია.

NE5A2867-tt.jpg
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.