დავით ზალკალიანი აშშ-ში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

8.02.2019 აშშ- დიასპორასთან დაკავშირებული ინიციატივები, რეფორმების სამთავრობო პროგრამა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური წარმატებები გააცნო საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალინმა ვაშინგტონში გამათულ შეხვედრაზე აშშ-ში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.
 
დავით ზალკალიანმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და ამ გზაზე მიღწეულ წარმატებებზე. მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო დიასპორასთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის ცალკეული ინიციატივები, მათ შორის დიასპორული პროგრამების დაფინანსების ფონდის დაარსების ინიციატივა, რაც საშუალებას მისცემს მთავრობას დააფინანსოს დიასპორის წარმომადგენლების ცალკეული პროექტები რომელიც ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გაძლიერებას, ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაციას და დიასპორის წარმომადგენლებში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას.
 
მინისტრმა ასევე ისაუბრა დიასპორული ვებპორტალის პროექტზე, რომელიც საშუალებას მისცემს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს ერთი პლატფორმის საშუალებით მიიღონ შესაბამისი სახელმწიფო სერვისები და ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ თანამშრომლობას და ურთიერთობის დღის წესრიგში არსებულ მიმდინარე საკითხებს. მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა დიასპორის წარმომადგენლებსა და საელჩოს შორის კომუნიკაცია, არსებული ფორმატი და ხაზი გაუსვა აშშ-ში საქართველოს იმიჯის პოპულარიზაციაში დიასპორის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. მან მადლობა გადაუხადა დიასპორის წარმომადგენლებს შეხვედრაში მონაწილეობისთვის და გამოთქვა მზადყოფნა მათთან შემდგომი ინტენსიური კომუნიკაციის.