დავით ზალკალიანი ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა

18.12.2017 - ​15 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა 2017 წელს საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების შეჯამება და მომავალი წლის გეგმების დასახვა.
 
მხარეებმა განვლილი წელი შეაფასეს როგორც ძლიერ წარმატებული, განსაკუთრებით ახალი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსისა და მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების მიმართ გამოხატული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის კუთხით. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მუშაობის ადრეული დღეებიდან საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მაღალი და უმაღლესი დონის კავშირები დაამყარა და წლის განმავლობაში წარმატებით განამტკიცა ახალ ადმინისტრაციასთან.  
 
მხარეებმა ხაზი გაუსვეს აშშ-ის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის, სახელმწიფო და თავდაცვის მდივნების მტკიცე და საჯარო მხარდაჭერას საქართველოს, როგორც რეგიონის ლიდერის განვითარებისა და პროგრესის, ტერიტორიულ მთლიანობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და ნატოში გაწევრიანების  მიმართულებით. 
 
მხარეებმა ასევე შეაჯამეს ნატო-ს და ეუთო-ს მინისტერიალების, ასევე ჟენევის საერთაშორისო დიალოგის შედეგები. დიასახა 2018 წლის კონკრეტული მიზნები, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მიმართულებით.  
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ-ში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, დავით ბაქრაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ხაბელაშვილი, საქართველოს საელჩოს და კავკასიისა და რეგიონული კონფლიქტების ოფისის წარმომადგენლები.
 
15 დეკემბერს ასევე გაიმართა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ხალხთაშორის  ურთიერთებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც  მხარეებმა განიხილეს ორმხრივი პროექტები განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, ახალგაზრდობისა და სპორტის, ასევე სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით.  
 
სამუშაო ჯგუფის წევრებმა განიხილეს და დადებითად შეაფასეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩართულობის კონკრეტული პროექტები. აღინიშნა, აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
 
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '17794')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.