დავით ზალკალიანი ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

03.07.2018 ქ. ბერლინი - ​ქ. ბერლინში ვიზიტად მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ვოლფგანგ ჰელმიხთან. 

შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების არსებული დინამიკა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების საკითხები. განხილულ იქნა შავი ზღვის უსაფრთხოება და სამეზობლო პოლიტიკა.

შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატო-ს მოახლოებულ სამიტს და საქართველოს მოლოდინებს.

„ღია კარის პოლიტიკა ბრიუსელის სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. ვიმედოვნებთ, რომ ამ სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები დადებითად აისახება საქართველოში არსებულ ვითარებასა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე. რეალური ნაბიჯები უნდა იქნას განხილული ბრიუსელში და მოქცეული კონკრეტულ სამომავლო გეგმაში”-  განაცხადა ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ზალკალიანთან შეხვედრის დასრულების შემდგომ.