დავით ზალკალიანი ეკვადორელ კოლეგას შეხვდა

20.03.2019 არგენტინა- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქ. ბუენოს-აირესში კონფერენციის “სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობა” ფარგლებში შეხვედრა გამართა ეკვადორის საგარეო საქმეთა და ადამიანის მობილურობის მინისტრთან ხოსე ვალენსიასთან .
 
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოდან გაეროს მსოფლიო სურსათის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორობის კანდიდატი დავით კირვალიძე.
 
შეხვედრაზე მინისტრებმა მომოიხილეს როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში ეკვადორისა და საქართველოს თანამშრომლობა. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ეკვადორს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდს, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ქ. კიტოში გაიმართება და მას ქართული მხრიდან უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, განიხილება პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერა.
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ეკვადორს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხრადაჭერისთვის, ასევე მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ და იმ ნაბიჯების თაობაზე, რასაც საქართველო საერთაშორისო ფორმატებში მიმართავს ადგილზე ადამიანის უფლებების ხელყოფის მძიმე შედეგების პრევენციის მიზნით.
 
მინისტრმა ეკვადორელ კოლეგას წარუდგინა საქართველოს კანდიდატი გაეროს მსოფლიო სურსათის ორგანიზაციაში და ხაზი გაუსვა დავით კირვალიძის მაღალ პროფესიონალიზმს, ასევე საქრთველოს კანდიდატის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას, სოფლის მეურნეობის და აგრარული სექტორის განვითარებას, გლობალურად ამ სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევას, 2030 წლისთვის გაეროს მიერ დასახული მიზნების მიღწევას ყველა პრიორიტეტული მიმართულებით და სხვა.
 
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ეკვადორს შორის სექტორალური თანამაშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს, მათ შორის აღინიშნა განათლების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობა, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, საქართველოსა და ეკვადორში არსებული ეკონომიკური შესაძლებლობების ეფექტური გამოყენება ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების მიერ და სხვა.
 
ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულობას და ამ მხრივ არსებულ მნიშვნელოვან ფორმატებს, რომელიც საქართველოს გააჩნია ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიც არის ამერიკის ქვეყნების ორგანზიაცია, წყნარი ოკეანეთის ალიანსი, ცენტრალური ინტეგრაციის სისტემა.