დავით ზალკალიანი ეუთო-ს კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

27.06.2017 ვენა, ავსტრია - ​ქ. ვენაში მიმდინარე უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა კონფერენციაზე აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელთან, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ქეით კოვალეკთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს როგორც ორმხრივი, ასევე ეუთო-ს ფორმატში თანამშრომლობის საკითხები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხაზი გაესვა ეუთო-ს როლს კონფლიქტის მშვიდობიანი რეზოლუციის პროცესში და მისი უფრო აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.