დავით ზალკალიანი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

13.09.2018 ქ.თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეუთოს გენერალურ მდივანთან, ტომას გრემინგერთან  შეხვედრა გამართა.
 
მხარეებმა განიხილეს ეუთოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ისაუბრეს სამომავლო პერსპექტივებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან გზით მოგვარების პროცესზე, ამ მიმართულებით ეუთოს ჩართულობის და როლის გაზრდაზე.
 
მხარეებმა დააფიქსირეს  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ფორმატების მხარდაჭერა.
 
 შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართული მხარის აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას ეუთოს დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან. განსაკუთრებით აღინიშნა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ჩართულობა ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში. ხაზი გაესვა ODIHR-ის მიერ მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვების მნიშვნელობას. 
 
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას.