დავით ზალკალიანი ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა

2019 წლის 24 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შეხვდა ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა (DG-HOME) გენერალური დირექტორის მოადგილეს საიმონ მორდიუს.  შეხვედრაზე ვრცლად იქნა განხილული საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მიგრაციის სფეროში.

განსაკუთრებული ხაზი გაესვა  უვიზო მიმოსვლის  პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. მხარეების მიერ  განხილულ იქნა ერთობლივ ღონისძიებათა სამომავლო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს უვიზო რეჟიმით სარგებლობის შეუფერხებელ ფუნქციონირებას. ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა (DG-HOME) გენერალური დირექტორის მოადგილე  საიმონ მორდიუ საქართველოს 23-25 აპრილს სტუმრობს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.