დავით ზალკალიანი გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორს, ევროპაში ლტოლვილთა და მიგრანტების საკითხებზე სპეციალურ კოორდინატორს, აფშან ხანს შეხვდა

18.04.2019 ქ. თბილისი-  დავით ზალკალიანი გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორს, ევროპაში ლტოლვილთა და მიგრანტების საკითხებზე სპეციალურ კოორდინატორს, აფშან ხანს შეხვდა. 
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები. მინისტრმა UNICEF-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა განხორციელებული პროექტებისთვის.
 
დავით ზალკალიანმა აფშან ხანს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბავშვთა უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. საუბარი შეეხო რუსეთის მხრიდან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, ჯანდაცვის სერვისების, განსაკუთრებით ბავშვთა იმუნიზაციის ხელმისაწვდომობის, თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვებსა და ადამიანის უფლებათა სხვა უხეშ დარღვევებს.
 
მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა პრიორიტეტულ საკითხებზე.