დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულში მონაწილეობს

23.09.2019 ნიუ-იორკი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქ. ნიუ იორკში იმყოფება, სადაც პრეზიდენტის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულში.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს გენერალური დებატების ფარგლებში დაგეგმილ მაღალი დონის  ღონისძიებებში, ასევე შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.

მათ შორის, დავით ზალკალიანი, გაეროს წევრი სახელმწიფოების მეთაურებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ კლიმატის სამიტში, ასევე წელს მეორედ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  ამერიკის სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ტრანსატლანტიკური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

დავით ზალკალიანი ასევე სიტყვით გამოვა  ევროკავშირის ინიციატივის - „Good Human Rights Stories“ - ფარგლებში დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც გაშუქდება მონაწილე ქვეყნებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით წარმატებული მაგალითები. გენერალური ასამბლეის ფარგლებში ასევე გაიმართება  დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის - მინისტერიალი.  მინისტრი ტრადიციულად შეხვედრას გამართავს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო უწყებების პოლიტიკურ დირექტორებთან.

საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს, აგრეთვე, ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულების კონფერენციაში, „დემოკრატიათა თანამეგობრობის“ მაღალი დონის ღონისძიებაში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) მინისტერიალში, კასპიის ბიზნეს-ფორუმში, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიზნით ინოვაციური დაფინანსების შესახებ მაღალი დონის შეხვედრასა  და სხვა მაღალი დონის ღონისძიებებში.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, იგეგმება საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება.
 
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '22749')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.