დავით ზალკალიანი გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპისა და ამერიკის საკითხებში კრისტოფერ პინჩერს შეხვდა

04.12.2019 ლონდონი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქ.ლონდონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრთან ევროპისა და ამერიკის საკითხებში კრისტოფერ პინჩერთან. მხარეები მიესალმნენ ლონდონის ლიდერთა შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობას ლონდონში და მის ჩართულობას მაღალი დონის შეხვედრებში.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს როგორც წარმატებულ ასპირანტ ქვეყანას, რომელიც ნატოს ღირებული და სანდო პარტნიორია. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების მნიშვნელობას, რომელიც ძალაში ბრექსიტის ამოქმედების შემდგომ შევა და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ყველა სტრატეგიული მიმართულებით და იმის დასტურია,  რომ გაერთიანებული სამეფოსთვის საქართველო  რჩება მნიშვნელოვან პარტნიორად.
დავით ზალკალიანმა სახელმწიფო მინისტრს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო განვითარებებზე, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორებმა, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ფორმატში მწვავედ დასვან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების საკითხი.

სახელმწიფო მდივნმა ქართულ მხარეს მიულოცა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, დადებითად შეაფასა საქართველოს პრიორიტეტები და წარმატება უსურვა ქვეყანას ორგანიზაციის თავმჯდომარის რანგში.