დავით ზალკალიანი ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

23.09.2019 ქ. ნიუ-იორკი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74- ე სესიის ფარგლებში შეხვედრა გამართა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოჰამედ ჯავად ზარიფთან.
 
მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ირანს შორის არსებული  ურთიერთობები, მათ შორის მიესალმნენ გააქტიურებულ ხალხთაშორისი კონტაქტებს და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას.
 
სხვა საკითხებთან ერთად შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ქართული მხარე დაინტერესდა ბოლო განვითარებებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონსა და სპარსეთის ყურეში.
 
თავის მხრივ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოზე.  მხარეებმა ხაზი გაუსვეს  მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის  მნიშვნელობას სტაბილური განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.
 
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ირანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.