დავით ზალკალიანი ლიეტუვის საგარო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა

03.04.2019 ვაშინგტონი - ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ლიეტუვის საგარო უწყების ხელმძღვანელთან. დავით ზალკალიანმა და ლინას ლინკევიჩუსმა კვლავ დაადასტურეს საქართველო-ლიეტუვის გამორჩეული მეგობრობა და ის მტკიცე მხარდაჭერა, რაც საქართველოს გააჩნია ლიეტუვის მხრიდან ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების პროცესში.

მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, რომელიც ალიანსის დაარსების 70 წელს ეძღვნება, ვაშინგტონსა და სხვა დედაქალაქებში დაგეგმილ ღონისძიებებში საქართველოს მონაწილოება.

ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში. აღინიშნა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენს და ალიანსი განიხილავს ამ მიმართულებით საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.

კიდევ ერთხელ აღინიშნა ნატოში ინტეგრაციის გზაზე სქართველოს პროგრესი და ნატო-საქართველოს ურთიერთობის ძალიან აქტიურ დინამიკა, რაც ბოლო პერიოდში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტებშიც გამოიხატა. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და საქართველოს მონაწილეობას ნატოს სამშვიდობო მისიებში.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ლიეტუვის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში  პოლიტიკური მხარდაჭერის პარალელურად გამოჩენლი პრაქტიკული დახმარებისთვის. ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში დადებითად შეფასდა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ლიეტუვაში და  და გამოითქვა მზაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებისა და ვიზიტების ურთიერთგაცვლა.